ახალი ამბები

ენერგეტიკის მინისტრი პრივატიზაციის გაგრძელების მომხერა

(თბილისი, 14 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – სათბობ-ენერგენტიკის მინისტრი დავით მირცხულავა დადებითად აფასებს თბილისში ელექტროგამანაწილებელი ამერიკული კომპანია “ეი-ი-სი თელასის” მოღვაწეობას. ამის შესახებ მინისტრმა დღეს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე.

მისი განცხადებით, კომპანიამ შეძლო დედაქალაქში ელექტროქსელის შეცვლა და მოწესრიგება. ასევე, არსებული პრობლემების მიუხედავად, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და მოხმარებული ენერგიის საფასურის ამოღება.

აქედან გამომდინარე მირცხულავა გამართლებულს უწოდებს თელასის პრივატიზებას.

დღევანდელ სხდომაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა, სხვა ენერგოსისტემების და ობიექტების შესაძლო პრივატიზებაზე.

“აუცილებელია “გადაცემა-დისპეტჩერიზაციის” მართვის უფლებით გადაცემა, ასევე ერთადერთი გამოსავალი იქნება იმერეთის რეგიონში არსებული 6 მსხვილი ენერგოობიექტის პრივატიზება, რათა შემდგომში მათი შესაძლებელი გახდეს ამუშავება”, – განაცხადა მირცხულავამ.

იგი ეჭვობს, რომ პრივატიზებაში ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა, როგორიცაა “ეი-ი-სი” და “ე-დე-ეფი”, თუმცა მზად არის გაეცნოს ყველა იმ კომპანიის პირობებს, რომლებიც სურვილს გამოთქვემენ ამ ობიექტების პრივატიზებაზე.

მსგავსი/Related

Back to top button