ახალი ამბები

“გაერთიანებული დემოკრატები” რეგიონებში გააქტიურდნენ

(თბილისი, 14 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – პოლიტიკურმა პარტიამ “გაერთიანებულმა დემოკრატებმა” გორში დღეს პარტიის რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა.

რაიონული ორგანიზაციის გახსნის პრეზენტაციას სხვა წევრებთან ერთად პარტიის თავმჯდომარე  ზურამ ჟვანიაც დაესწრო.

პარტიის წევრების თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე პარტია საქართველოს სხვა ქალაქებში და რაიონებშიც დააფუძნებს რაიონულ ორგანიზაციებს.

რამდენიმე კვირის წინ გორში პარტიის ორგანიზაცია დააფუძნა პარტია “ნაციონალურმა მოძრაობამაც”.

Back to top button