ახალი ამბები

საქართველოს სასაზღვრო უწყება სერგეი ივანოვს დემაგოგიაში ადანაშაულებს

(თბილისი, 13 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “რუსლან გელაევის საქართველოში ყოფნის შესახებ ქართულ მხარეს დღემდე არანაირი ოფიციალური სახის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ მიუღია. პირიქით, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გელაევი რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადმოლახვას გაზაფხულისთვის შეეცდება, რის შესახებაც საქარტველოს სასაზღვრო ძალების ხელმძღვანელობამ რუს კოლეგებს ამას წინათ აცნობა”, – ნათქვამია საქართველოს სახლემწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსსამსახურის განცხადებაში.
 
დეპარტამენტი დემაგოგიას უწოდებს რუსეტის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებას საქართველოში ჩეჩენი მეომრების არსებობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს განცხადება საქართველოს დისკრედიტაციას ითვალისწინებს.
 
“სერგეი ივანოვის განცხადება საკმაოდ საეჭვო ვითარებაში იმ დროს გაისმა, როდესაც თბილისში “სუამის” წევრი ქვეყნების სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, რომლის განხილვის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი სწორედ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი იყო”, – ნათქვამია საქართველოს სასაზღვრო უწყების განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button