ახალი ამბები

შევარდნაძე შეთქმულების შესახებ საბოლოო დასკვნას გენერალური პროკურორისგან ითხოვს

(თბილისი, 10 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჭორს უწოდებს მის წინააღმდეგ “შეთქმულების” მოწყობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და მიაჩნია, რომ ასეთი მცდელობა შეუძლებელია იმ პირების მხრიდან, ვისი ორგანიზატორობითაც თითქოს იგეგმებოდა შეთქმულება.

“ჩვენ გუნდში ასეთი რამ გამორიცხულია, მე უბრალოდ მაინტერესებს ის, ვინც ამ ჭორებს ავრცელებს. ამის დადგენა გენერალურ პროკურატურას დავავალე, რათა საზოგადოებამ გაიგოს ვის რა ქმედება ამოძრავებს” – განაცხადა დღეს ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ უკვე დაიწყო ამ საკითხის გამოძიება, თუმცა კონკეტული დეტალები გამოკვეთილი არ არის.  საბოლოო დასკვნა 10 დღეში უნდა მომზადდეს.

Back to top button