
შევარდნაძე გაზაფხულზე რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სიტუაციის გაუარესებას არ ელის
“მჯრა, რომ ჩეჩნების მხრიდან ასეთ მცდელობას ადგილი არ ექნება. ჩვენ ჩეჩნებს დიდი დახმარება აღმოვუჩინეთ. დღემდე საქართელოში თავს აფარებს 4500-ზე მეტი ლტოლვილი, რაც მათი მხრიდან გასათვვალისწინებელია” – განაცხადა დღეს, ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში შევარდნაძემ.
მისი თქმით, საზღვრის დარღვევის მცდელობის შემთხვევაში ეს ქმედება ჩანასახშივე უნდა აღმოიფხვრას. “ამისათვის საზღვრის გაკონტროლებას რუსეთის და საქართველოს სასაზღვრო შენაერთები ერთობლივად განახორციელებენ. ამ საქმეში ასევე ჩართულია შს და უშიშროების სამინისტროების წარმომადგენლები” – აცხადებს პრეზიდენტი.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებას პანკისის ხეობაში დაძაბული ვითარების არსებობის შესახებ, პრეზიდენტი შევარდნაძე არ ეთანხმება. “ჩემს მეგობარს ივანოვს და რუსეთის ყველა პოლიტიკოსს, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს მოვუწოდებ მიხედონ ჩეჩნეთს, ჩევნ კი ჩვენივე საშუალებებით მოვუვლით პანკისს” – გამაცხადა შევარდნაძემ.
იგი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში დაგეგმილ უშიშროების საბჭოდს სხდომაზე დეტალურად განიხილება აღნიშნული საკითხები.
შევარდნაძე ასევე დადებითად აფასებს სუამის წევრი ქვეყნების სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების შეკრებას და შეთანხმების მიღწევას სასაზღვრო სტრუქტურების თანამშრომლობის შესახებ.