
ლეიბორისტები სემეკის წინააღმდეგ
(თბილისი, 6 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ლეიბორისტული (შრომის) პარტიის” წევრები აპროტესტებენ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისა (სემეკი) და კომპანია “ეი-ი-ესის” მიერ ელექტროენერგიაზე არსებული ტარიფის საკიხის განხილვას. მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის შენობის წინ.
მათი განცხადებით, პარტია არ დაუშვებს ელექტროენერგიაზე ტარიფის კიდევ გაზრდას. “ჩვენ მზად ვართ ამისათვის ყველა ხერხს მივმართოდ, ვინაიდან ეს უკანონო ქმედებაა და მოსახლეობას ტარიფის გახზრდა არ უნდა შეეხოს” – აცხადებს პარტიის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი გიორგი გუგავა.
ტარიფის შესაძლო გაზრდას უარყოფენ კომპანიისა და კომისიის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ ეს რიგითი მუშა შეხვედრაა და ტარიფის გაზრდა არ იგეგმება.
მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ტარიფის გადახდა (1 კვტ/ზე 13,7 თეთრი) 1 მარტამდე მოუწევს. შემდეგ კი კომისია დაადგენს თუ რა რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს მოსახლეობას მოხმარებულ ელექტროენერგიაზე.