
ოპოზიცია პოლიტიკური ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ დეკლარაციას იღებს
(თბილისი, 5 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 14 ოპიზიციურმა პარტიამ დროებით გაერთიაების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რათა ერთობლივად მოხდეს ქვეყანაში ძალადობის აღკვეთა და საარჩევნო კოდექსში ცვლიებების შეტანა, რაც ხელს შეუწყობს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან ჩატარებას. ოპოზიციის წარმომადგენელთა შემდგომი შეხვედარა 7 თებერვალს “ენ-დი-აის” ოფისში შედგება.
დღევანდელი შეხვდრა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეების” ოფისში შედგა. ოპოზიციური პარტიებდან შეხვედრას “დემოკრატიული აღორძინება” და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. (“აღორძინების” წევრები თბილისში არ იმყოფებიან.)
შეხვედრა სამუშაო ხასიათს ატარებდა და საბოლოო გადაწვეტილება პარტიებს არ მიუღიათ. პარტიების წარმომადგენლების განცხადებით ისინი აღშფოთებას გამოხატავენ 3 თებერვალს “ახალი მემარჯვენეების” ოფისის დარბევასთან დაკავშირებით. ამ ინციდენტში ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
“ჩვენ, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციები, ამ ვითარებაში საჭიროდ მივიჩნევთ ისეთი პოლიტიკური მექანიზმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული გზით არჩევნების ჩატარებას, ასეთ მექანიზმად გვესახება ზეპარტიული მოძრაობა “სამოქალაქო ინიციატივა თავისუფალი არჩევნებისთვის”, – ნათქვამის ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ დეკლარაციაში.
დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენ-დი-აი) ხლმძღანელი ლინკოლნ მიჩელი. “სივილ ჯორგიასთან” საუბრისას მან შეშფოთება გამოთქვა “ახალი მემარჯვენეების” ოფისის დარბევასთან დაკავშირებით და ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერა აღუთქვა.