
ახალი ამბები
ნათელაშვილი “ეი-ი-ეს-თელასის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
(თბილისი, 4 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ლეიბორისტული (შრომის) პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი გენერალურ პროკურორს წერილობით მიმართავს და მისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს კომპანია “ეი-ი-ეს”-ის წინააღმდეგ.
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა უკანონოდ ახდენს მოსახლეობიდან ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით გადახდას.
ნათელაშვილს ამასთან დაკავშირებით სარჩელი საკონონსტიტუციო სასამართლოშიც ჰქონდა შეტანილი.
სასამართლოს დადგენილებით მოსახლეობამ კვლავ 13,7 თეთრის მიხედვით ენდა გადაიხადოს მოხმარებული ენერგიეს საფასური, სანამ არ მოხდება ტარიფის ხელახალი გადახედვა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომპანიის მიერ. კომისია ამ საკითხის განხილვას 1 მარტს გეგმავს.