ახალი ამბები

“იტერამ” შეიმუშავა “აზოტის” ბიზნეს-გეგმა

(თბილისი, 4 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საერთაშორისო ენერგეტიკულმა კომპანია “იტერამ” უკვე შეიმუშავა რუსთავის საწარმო “აზოტის” ბიზნეს-გეგმა. ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში იმყოფებოდა კომპანიის წარმომადგენელთა ერთი ჯგუფი ანდრეი პატრუშინის ხელმძღანელობით.

ბიზნეს-გეგმაში ჩადებულია ის პირობები, რომლის განხორციელებასაც “იტერა” “აზოტის” საწარმოში აპირებს. პირველი 2 წლის მანძილზე “იტერა” 14 მლნ დოლარის ჩადებას გეგმავს. ასევე ბიზნეს-გეგმაში გათვალისწინებულია მომუშავე პერსონალის ხელფასების 20-30%-ით  გაზრდა.

“აზოტი” “იტერას” მფლობელობაში ჯერ არ გადასულა. ამჟამად საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში მზადდება ხელშეკრულების პროექტი ამასთან დაკავშირებით. სამინისტროს 2 კვირის ვადა აქვს მიცემული.
 
“აზოტის” პრივატიზაცია 2002 წლის ბოლოს მოხდა. საწარმოს აქციათა 90%-ის მფლობელი “იტერაა”, 10% კი სახელმწიფო.

“იტერას” წარმომადგენლებმა თბილისში ყოფნისას ასევე გაეცნეს “თბილგაზზე” გამოცხადებული სატენდერო პირობებიც, თუმცა როგორც საქართველოში “იტერას” წარმომადგენლობაში აცხადებენ, კომპანიას ტენდერში მონაწილეობის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” “იტერას” წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღანელმა თემურ გაჯიევმა აცნობა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button