ახალი ამბები

ენერგოსექტორს კვლავ კრიზისი ემუქრება

(თბილისი, 3 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში არსებული ენერგოობიექტები და ჰიდროელექტროსადგურები ფინანსური პრობლემების გამო, შესაძლოა, გაჩერდნენ. ამის შესახებ ენერგეტიკის საბითუმო ბაზრის დირექტორმა ალბერტო სოლისმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული საერთო ფინანსური პრობლემების გამო ელექტროსადგურები და ჰესები გამომუშავებული ენერგიის საფასურს ვერ იღებენ, რაც მუშაობას აფერხებს.

ასევე ვერ ხერხდება მომუშავე პერსონალისთვის ხელფასების გაცემა, რის გამოც ისინი მუშაობაზე უარს აცხადებენ.

ალბერტო სოლისი ენერგეტიკის დარგში სიტუაციის გამოსწორების მიზნით ქვეყნის ხელისუფლებისგან შესაბამის სამინისტროებთან ერთად ქმედითი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

Back to top button