ახალი ამბები

შევარდნაძე პირობებს აყენებს სამშვიდობოების მანდატეს გასაგრძელებლად

(თბილისი, 3 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მზად არის გაუგრძელოს მანდატი აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფ სამშვიდობო ძალებს, თუ პარალელურად შესაძლებელი გახდება უსაფრთხოების ზონის გაფართოება გალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე, შეიქმნება საერთაშორისო ადმინისტრაცია და სიტუაციას პოლიცია გააკონტროლებს.

ამის თაობაზე შევარდნაძემ დღეს ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება აფხაზეთის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და სამშვიდობოების მანდატის გაგრძლება.

ამ საკითხებზე მოლაპარაკება, შევარდნაძის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია რუსულ მხარესთან, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა და განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროების წარმომნადგენლები მონაწილეობენ.  
 

Back to top button