ახალი ამბები

ამერიკელმა სამხედროებმა მეორე ქართული ბატალიონის წვრთნა დაიწყეს

საქართველოს შეიარაღებული ძალები ამერიკულ-ქართული სამხედრო პროგრამის “წვრთვნისა და აღჭურვის” მეორე ეტაპზე გადავიდნენ.  ამჯერად მომზადებას საჩხერის სამთო ბატალიონი გაივლის.

1 თებერვალს კრწანისის ბაზაზე წვრთვნისა და აღჭურვის პროგრამის მეორე ეტაპის დაწყების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, პარლანენტაარები, თავდაცვის სამინისტროს პირველი პირები და აშშ-ს ელჩი მეუღლითურთ, ამერიკელი სამხედრო ოფიცრები და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.

2 თებერვლიდან კრწანისის ბაზა კვლავ წვრთვნებისთვის იქნება დახურული. როგორც საქართველოს გენშტაბიოს უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი აღნიშნავს, ჯარისკაცები გაცილებით რთულ და დახვეწილ მომზადებას გაივლიან, ვიდრე მათ ოდესმე გაუვლიათ.

“ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ერი აშშ-ს გვერდით დგას, და სწორედ ეს პროგრამა იმის დასტურია, რომ ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდით არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას” _ აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში “წვრთვნისა და აღჭურვის პროგრამის ამერიკელმა ხელმძღვანელმა სკოტ კემბელმა.

მეორე ეტეპისათვის მზადება 2002 წლის დეკემბერში დაიწყო. ერთი თვის მანძილზე  საჩხერეში ჯარისკაცებ შესარჩევ წვრთვნებს და სამედიცინო შემოწნებებს გადიოდნენ. შეირჩნენ საუკეთესონი, რის შემდეგაც წვრთვნისა და აღჭურვის პროგრამის (წაპ) მეორე ეტაპისთვის 500-კაციანი ბატალიონი ჩამოყალიბდა. იანვარის მეორე ნახევარში ჯარისკაცები კრწანისის სამხედრო-სასწავლო ბაზაზე გადაიყვანეს. 2 თებერვლიდან 10 მაისამდე მათ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები წვრთვნებს ჩაუტარებენ. მომსახურე პერსონალიანად, მეორე ეტაპში 558 კაცი იქნება ჩართული.

გეგმით, წაპ 2004 წლამდე გაგრძელდება და მასში 2000 პირი მიიღებს მონაწილეობას. ჯერჯერობით, მომზადება მხოლოდ მე-11 ბრიგადის ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა გაიარეს. მონდევნო ეტაპები საავიაციო და ოპერატიული ძალების საზღვაო ქვეითთა ნაწილებისთვის არის განკუთვნილი.

“მე-11 ბრიგადამ მოლოდინს გადააჭარბა. მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი წვრთნისა და აჭურვის პროგრამის სირთულეებს. შემდეგში მათი მომზადების დონეს ამერიკელები შეამოწნებენ. ჩვენ ახლა მეორე ეტაპზე ვარ გადართულები. პროგრამის წარმატებულობა განაპირობებს მომავალში მის გაფართოებას,” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ.

პირველი ეტაპის მონაწილე ქართველი ჯარისკაცების მომზადების დონით აღფრთოვანებული იყო ამერიკის თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი საქართველოს სამხედრო საკითხებში, პოლკოვნიკი ოთარ შალიკაშვილი. “ქართველებმა მართლაც მაღალი დონე აჩვენეს. მათ ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. იმედი მაქვს, მომდევნო ეტაპები კვლავაც წარმატებული იქნება” _ ამბობს ოთარ შალიკაშვილი.

წვრთვმისა და აღჭურვის პროგრამა, რომელიც ანტიტერორისტული ქვედანაყოფის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, ამერიკის მთავრობამ 64 მილიონი დოლარით დააფინანსა. ქართულმა მხარემ თანადაფინასების სახით წვრთვნებში დაკავებული და უკვე გაწვრთვნილი სამხედრო პირებისთვის ხელფასების დარიგება ივალდებულა. ხელფასები 400-800 ლარამდეა (180-360 დოლარი) და რანგის მიხედვით განისაზღვრება.

გაწვრთნილი სამხედროები ხელშეკრულებით 3 წელი და სამი თვე იმსახურებენ ქართულ შეიარაღებულ ძალებში და ყველაზე მარალი ხელფასი ექნებათ. ხელშეკრულების გაგრძელება პროგრამის გაგრძელებასა და საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე იქნება დამოკიდებული.

გოგა ჩანადირი

Back to top button