ახალი ამბები

მიწისძვრის ზარალის ანაზღაურებას თანხები არ ყოფნის

(თბილისი, 1 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 2003 წლის ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტმა საბოლოოდ ამ კვირას დაამტკიცა მხოლოდ 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მთლიანად ზარალის მთლიანად ასანაზღაურებლად კი 400 მლნ ლარია საჭირო. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდის თავმჯდომარემ დავით ქოქაძემ განაცხადა.

მიწისძვრის შემდეგ ფონდში სულ 4 მლნ ლარის მობილიზება მოხდა. ამ თანხით შესაძლებელი გახდა დაზარალებული მოსახლეობისთვის ბინების შეძენა. სულ შეძენილია 307 ბინა. საჭიროა დამატებით 500 ბინის შეძენა. ფონდში კი ამჟამად 1 280 ათასი ლარია დარჩენილი.

“ეს თანხა საკმარისი არ არის უბინაოდ დარჩენილი მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად, თანხების მობილიზების პერსპექტივა არ არსებობს” – აცხადებს ქოქაძე.

მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად ფონდი უახლოეს პერიოდში ჩინეთიდან და უკრაინიდან სამშენბლო მასალებს მიიღებს. დაზიანებული შენობების აღდგენითი სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება.

ფონდში ამ დროისათვის რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ფონდი და მერიის საბინაო სამსახური გაერთიანდება. ამის შესახებ პროექტი უკვე წარდგენილია საქართველოს პრეზიდენტთან.

Back to top button