
მენაღარიშვილი პარლამენტში კიევის სამიტზე საუბრობს
(თბილისი, 30 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი დღეს პარლამენტში გამოდის კიევში 28-29 დეკემბერს ჩატარებული დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა არაფორმალური შეხვედრის შედეგებზე მოხსენებით.
მენაღარიშვილის თქმით, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას კიევში მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ წინასწარ არ ყოფილა ინფორმირებული რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავსირებით, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემაზე.
მენაღარიშვილის ცნობით, პრეზიდენტებმა შეათანხმეს ერთობლივი სამთავრობათშორისო კომისიის შექმნა, რომელიც აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას განიხილავს და შეისწავლის სამშვიდობო ძალების საკითხსაც.
პრეზიდენტმა შევარდნაძემ უარი განაცხადა რუსული სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გახანგრძლივებაზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, ვიდრე ეს პრობლემები არ მოგვარდება.