
ახალი ამბები
პარლამენტმა 2003 წლის ბიუჯეტი საბოლოოდ დაამტკიცა
(თბილისი, 30 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.
მეორედ და მესამედ მოსმენისას ბიუჯეტის განხილვის დროს ოპოზიციურ ფრაქციებს ძირითადად პრეტენზიები აღარ გამოუთქვამთ, გარდა რეგიონებში ტრასფერებთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო.
2003 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 1 200 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი – 1 400 მილიონით არის განსაზღვრული.
პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს 11 საათის განმავლობაში განიხილავდა.