
მკალავიშვილი რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმებს განაგრძობს
მხარდამჭერებთან ერთად 24 იანვარს მკალავიშვილი თავს დაესხა ევანგელისტურ-ბაბტისტურ ეკლესიაში შეკრებილ ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენელებს, რომელთაც საყოველთაო ეკუმენური ლოცვები უნდა ჩაეტარებინათ. “მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, ყველა ეკლესიას ერთად დაესხნენ თავს. ხულიგნებმა საწადელს მაღწიეს და ლოცვა ჩაშალეს”, – აცხადებს სონღულაშვილი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 27 იანვარს ევანგელისტურ-ბაბტისტურმა ეკლესიამ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა საქართველოს პრესიდენტს, სადაც ნათქვამია, რომ ამ მოვლენით პირველ რიგში დაზარალდა მართმადიდებლური ეკლესია, ვინაიდან მთელი მსოფლიოს წინაშე ხულიგნები თითქოს მართმადიდებლური ეკლესიის სახელით მოქმედებდნენ. “ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული მსოფლიოს წინაშე საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია არ იყოს ასოცირებული ამგვარ ძალადობასთან”, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელსაწერენ მართმადიდებლური, ევანგელისტურ-ბაბტისტურ, კათოლიკური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების წარმომადგემლები. რელიგიური უმცირესობის მიმართვას ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებიც უერთდებიან, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან მრავალი მიმართვის მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედებების აღკვეთა დღემდე არ მომხდარა. 24 იანვარს მომხდარ ინციდენტს უარყოფითად აფასებს საქართველოს საპატრიარქო. ამ საკითხის განხილვა საპატრიარქოში უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლებს შეხვდება. მალხაზ სონღულაშვილი ასევე ადანაშაულებს პოლიციას, რომელნც წინასწარ იყო გაფრთხილებული ლოცვის ორგანიზატორთა მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, თუმცა ინციდენტის დროს დაგვიანებით გამოჩდნენ. პოლიციას ამ ინციდენტის დროს უმოქმედობაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ადანაშაულებენ. მათ შორის “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლები, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის პოლიციის უფროსის გადაყენებას მოიხოვენ. “ამ ინციდენტში მარტო ბასილ მკალავიშვილის დადანაშაულება არ შეიძლება, პოლიციაც გარკვეულ წილად დამნაშავეა, ვინაიდან სიტუაციის განმუხტვაში აქტიურად მონაწილეობა არ მიუღია”- განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “თავისფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა სოზარ სუბელიანმა. ამ ბრალდებას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარის პაატა გომელაურის ინფორმაციით, ინციდენტის დროს პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რელიგიურ უმცირესობაზე თავდასხმას, უბედური შემთხვევა არ მოჰყოლოდა. “პოლიცია, რომ არ ჩარეულიყო ვითარება გაცილებით დაძაბული იქნებოდა, მათ შეძლეს სიტუაციის განმუხტვა. პოლიციის აქტიურ ჩარევას ისიც ადასტურებს, რომ დაშავდა რამდენიმე პოლიციელი,” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პაატა გომელაურმა. იგი კომენტარს არ აკეთებს “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლების მოთხოვნაზე შს მინისტრისა და თბილისის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. პაატა გომელაურის ინფორმავიით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და დაისჯებიან ის პირები, რომელთა ინიციატივითაც მოხდა თავდასხმა 24 იანვარს. ბასილ მკალავიშვილის წინააღმდეგ სისიხლის სამარათლის საქმე აუკვე აღძრულია სხვა ანალოგიურ ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ კი მკალავიშვილის მიერ იეღოვას მოწმეთა მიმდევრების მრავალჯერადი დარბევების გამო. სასამართლომ, პროცესის დასრულებამდე მკალავიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად უკვე შეუფართა ქალაქიდან გაუსვლელობა. რელიგიური უმცირესობები ხელისუფლებისგან საგანგებო ყურადღების მიქცევას ითხოვენ რელიგიური ქმედებების დროს. ასევე სურთ პრეზიდენტთან შეხვედრა, რათა უფრო დეტალურად მოხდეს წარმოდგენა რელიგიურ უმცირესობების საქართველოში არსებული მოღვაწეობა. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი ბასილ მკალავიშილი, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და სასამართლოს დადგენილებით დედაქალაქის დატოვების უფლება არ ააქვს, რელიგიურ უმცირესობეზე თავდასხმებს კვლავაც განაგრძობს.
ინციდენტის დროს დაშავდა, რამდენიმე ადამიანი. ასევე ვერ მოხერხდა ლოცვის ჩატარება. ევანგელისტურ-ბაბტისტური ეკლესიის წინამძღოლმა მალხაზ სონღულაშილმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს ბასილ მკალავიშილის დაჯგუფებამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს სასულიერო პირებს, მორწმუნეებს, შეიჭრნენ ეკლესიის შენობაში და დაარბიეს, ასევე დაწვეს ლიტერატურა.