
ახალი ამბები
საკონსტიტუციო სასამართლომ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება განმარტა
(თბილისი, 29 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის მოსახლეობას მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის გადახდა არსებული ტარიფით, 1 კვტ/სთ-ზე 13,7 მოუწევს. ამ საკითხთან დაკავშირებით 28 იანვარს ბრიფინგი გამართა საკნსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჯონი ხეცურიანმა. მისი თქმით, მოსახლეობას ტარიფის გადახდა არსებული მონაცემებით მოუწევს, სანამ არ იქნება მიღებული ახალი ტარიფი ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ. კომისია ელექტროენერგიაზე ახალი ტარიფის დადგენას 1 მარტისთვის გეგმავს. 28 იანვარს ამ საკითხთან დაკავშირებით ლეიბორისთულმა პარტიამ საპროტესტო აქცია გამართა “ეი-ი-ესის” ოფისის წინ. ისინი ტარიფის გაზრდას წინააღმეგი გამოდიან.