
ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტს ახალი თავმჯდომარე ყავს
(თბილისი, 28 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ერთხმად, 133 ხმით ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ნანა ბიჭიაშვილი აირჩია, რომლის კანდიდატურა “მოქალაქეთა კავშირმა” წარადგინა. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იყო სამი კანდიდატი, “გაერთიანებული დემოკრატებიდან” Eელენე თევდორაძე, “ტრადიციონალისტებიდან” ნატო ჩხეიძე. “აღორძინების” კანდიდატმა სანდრო ბრეგაძემ ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის წინ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხის გადადება მოითხოვეს “გაერთიანებული დემოკრატებმა”. მათ მოთხოვნას ნატო ჩხეიძეც შეუერთდა. ამის მიზეზად ელენე თევდორაძის საქართველოში არ ყოფნა დასახელდა. ელენე თევდორაძის ამ თანამდებობაზე წარდგენას შეეწინააღმდეგა ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი. მისი განცხადებით, თევდორაძემ კანონი დაარღვია, როცა მონაწილეოა მიიღო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში. რჩეულიშვილის მოსაზრება ხელისუფლების მხარდამჭერმა ფრაქციებმაც გაიზიარეს. ამის შემდეგ “გაერთიანებული დემოკრათების” წევრმა ვასილ მაღლაფერიძემ ფრაქციის სახელით Eელენე თევდორაძის კანდიდატურა მოხსნა და ფრაქციამ უარი განაცხადა ყენჭისყრაში მონაწილეობაზე. “ჩვენ არ გვსურს ამ მასკარადში და ცუდად დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობის მიღება”, – განაცხადა სხდომაზე ვასილ მაღლაფერიზემ. სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა ნატო ჩხეიძემაც, რის შემდეგაც ერთადერთ კანდიდატად მოქალაქეთა კავშირის კანდიდატურა დარჩა.