ახალი ამბები

ჯორბენაძის ვიზიტი ისრაელსა და თურქეთში

(თბილისი, 25 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ისრაელში ამ კვირის დასაწყისში ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე 23 იანვარს სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვია.

სახელმწიფო კანცელარიის ცნობით, ისრაელში ვიზიტის დროს ჯორბენაძე ისრაელის სახელმწიფო კომპანია “აი-ემ-აი”-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ეს კომპანია იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას ამზადებს.

სახელმწიფო კანცელარია იტყობინება, რომ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ყოფნისას ჯორბენაძე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს აჰმედ ნეჯეთ სეზერსა და პრემიერ-მინისტრს აბდულა გულს. შეხვედრებზე უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ანკარაში შეხვედრებზე ასევე იმსჯელეს ნავთობსადენ თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მშენებლობის საკითხებზეც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button