
განახლდა რუსეთიდან ბუნებრივი გაზის მოწოდება
(თბილისი, 25 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – 24 იანვარს წარმატებით დასრულდა ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაზიანებული გაზსადების მონაკვეტის შეკეთება და განახლდა რუსეთიდან საქართველოში ბუნებრივი გაზის მოწოდება.
მაგრამ თბილისის მოსახლეობა გაზს მხოლოდ ორი კვირის შემდეგ მიიღებს. ეს დრო აუცილებელია ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, რათა გამოირიცხოს ახალი დაზიანებები და სტაბილიზებული იქნას წნევა მილებში.
23 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კომპანია “გაზპრომს” დაავალა საქართველოში გაზის მიწოდების განახლება 24 საათის განმავლობაში.
საქართველოსი გაზის მოწოდება შეწყდა 17 იანვარს, მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაზსადენი აფეთქდა. მანამდე ასევე აფეთქების შედეგად დაზიანებული იქნა ძირითადი მილსადენიც.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ აფეთქებები წინასწარგანზრახული ქმედებების შედეგია.