
პრევენტიული დარტყმების გამო აშშ რუსეთს ვერ გააკრიტიკებს
(თბილისი, 24 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსულ რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” პირდაპირ ეთერში 23 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ რიჩარდ არმიტიჯმა განაცხადა, რომ “ქვეყნისთვის, რომელსაც პრევენტიული დარტყმების სჯერა, ძნელია გააკრიტიკოს [რუსეთის] პოზოცია.
ასეთი კომენტარი გაუკეთა არმიტიჯმა ზოგიერთი რუსი მაღალჩინოსანის მტკიცებულებებს პანკისის ხეობის ტერიტორიაზე ტერორისტების შესაძლო ადგილსამყოფელზე პრევენტიული დარტყმების მიტანის აუცილებლობის შესახებ.
მაგრამ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, “ამის მიუხედავად, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო რუსეთის უძველესი მეზობელია. საქართველოსა და რუსეთს შორის არის ისტორიული კავშირები, და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეტი სესაბამის მგრძნობიარობას გამოიჩენს ამ საკითხში. რადგან ყველაპერ ამის შემდეგ დადგება დღე, მას შემდეგი დღე მოჰყვება, და ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ რუსეთმა და საქართველომ ერთმანეთთან მშვიდობიან ურთიერთობაში იცხოვრონ”.
რიჩარდ არმიტიჯმა ასევე თქვა, რომ აშშ შეშფოთებულია პანკისის ხეობაში მოჯაჰედების არსებობით. “ჩვენ ქართულ შეიარაღებულ ძალებს ვწვრთნით, რათა ისინი მოვამზადოთ, რომ თვითონ გააძევონ ის ტერორისტები”, – თქვა მან..