ახალი ამბები

რუსეთის ელჩმა საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიღო

(თბილისი, 21 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს, რუსეთის საელჩოს წინ მიმდინარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა მიიღო.

რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია 16 იანვრიდან მიმდინარეობს. აფხაზეთიდან დევნილები რუსეთისგან აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლისა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემის შეწყვეტას მოითხოვენ. აქციის ხუთი მონაწილე პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

დევნილთა საპროტესტო აქცია, ანალოგიური მოთხოვნებით, 5 იანვრიდან ენგურის ხიდთანაც მიმდინარეობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button