skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძე კვლავ მოუწოდებს პარლამენტს დაამტკიცოს ბიუჯეტი

(თბილისი, 13 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს კვლავ მოუწოდა პარლამენტს, რომ დაამტკიცოს 2003 წლის ბიუჯეტის პროექტი. “ბიუჯეტის არმიღების გამო უკვე მრავალი პრობლემა წარმოიქმნა”, თქვა შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიო-ინტერვიუში.

გასული წლის დეკემბრის მიწურულს პარლამენტმა არ დაამტკიცა 2003 წლის ბიუჯეტი. ოპოზიცია მოითხოვს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას. ახალი პროექტი უმნიშვნელოცვლილებებით უკვე შესულია პარლამენტში.

“ამ კვირის ბოლოს შედგება საგანგებო სხდომა, რომელზეც პარალამენტი ბიუჯეტს განიხილავს. მე მოვუწოდებ დეპუტატებს, რომ დაამტკიცონ ბიუჯეტი, რაც მრავალ პრობლემას აგვაცილებს”, – თქვა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button