skip to content
ახალი ამბები

ზუგდიდში მოკლეს ბადრი ზარანდია

(თბილისი, 9 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ზუგდიდის ერთ-ერთ კაფეში 8 იანვარს მოკლეს ყოფილი პოლიტპატიმარი, ახლახანს შექმნილი “საქართველოს პატრიოტთა კავშირის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ზარანდია. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა.

1996 წლის 17 ივნისს ბადრი ზარანდიას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობისას პერიოდში ზუგდიდის კომენდანტი ბადრი ზარანდია 1994 წლის 20 ოქტომბერს დააკავეს და 1993 წლის ამბოხში მონაწილეობასთან დაკავშირებით სამშობლოს ღალატისა და ბანდიტიზმის ბრალდებებით სიკვდილი მიუსაჯეს.

ზარანდია პოლიტიკური პატომრების სიაში შეიყვანა ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ “ემნესთი ინტერნეიშენლმა”. უზენაესმა სასამართლომ ზარანდიას სასიკვდილო განაჩენი 1997 წლის იანვარში 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. 2000 წლის აპრილში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ზარანდია შეიწყალა და იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ახლახანს ბადრი ზარანდია თავის ყოფილ მოწინააღმდეგესთან, “მხედრიონის” ლიდერ ჯაბა იოსელიანთან ალიანსში გაერთიანდა და მათ შევარდნაძის ოპოზიციური “საქართველოს პატრიოტთა კავშირი” შექმნეს.

2002 წლის 2 ივნისს ადგილობრივი არჩევნების დროს ზარანდიას შეიარარებულმა მომხრეებმა ზუგდიდის საარჩევნო უბნები დაარბიეს, რის შედეგადაც ადგილობრივი არჩევნები ზუგდიდში 2 ივნისს არ შედგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button