ახალი ამბები

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქის ინტრონიზაციის 25 წლისთავს აღნიშნავს

(თბილისი, 25 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 25 დეკემბერს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინტრონიზაციიდან 25 წლისთავს აღნიშნავს.

გარდა ამისა, დღეს პატრიარქს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა.

ამ თარიღებთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარსა და სვეტიცხოველში საზეიმო მესა ჩატარდა.

Back to top button