
ახალი ამბები
საზღვრის გადაკვეთისთვის ბრალდებული ქისტები თავს უდანაშაულოდ ცნობენ
(თბილისი, 17 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ორი მოქალაქის, ეროვნებით ქისტი რობინზონ მარგოშვილისა და გიორგი კუშტანაშვილის საქმის განხილვა დაიწყო დღეს თბილისის საოლქო სასამართლომ.
კუშტანაშვილი და მარგოშვილი ქართველმა მესაზღვრეებმა 11 შეიარაღებულ ჩეჩენთანთან ერთად აგვისტოს დასაწყისში დააკავეს რუსეთის საზღვრის სიახლოვეს. ცამეტივე დაკავებული საზღვრის უკანონო გადმოკვეთში და იარაღის უკანონო ტარებაში დაადანაშაულეს.
კუშტანაშვილი და მარგოშვილი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი მწყემსები არიან. მათი ადვოკატების მტკიცებით აბსურდია საქართველოს მოქალაქეს ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დასდო.