
ახალი ამბები
დეპუტატები ფარული სეკვესტრის წინააღდეგ
(თბილისი, 17 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტმა უარი განაცხადა 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებების შეტანის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებაზე.
პარლამეტის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ წარმოდგენილი შეწორებები მიმართულია ბიუჯეტის ფარულ სეკვესტრირებაზე. 2002 წლის ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით 120 მილიონ ლარს შეადგენს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი აცხადებს, რომ სეკვესტრი გარდაუვალია.
სავარაუდოა, რომ ბიუჯეტის სეკვესტრირების შემთხვევაში პარლამენტი დღის წესრიგში დააყენებს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს. ფინანსთა სამინისტრო კი ცდილობს არ დაუშვას ბიუჯეტის სეკვესტრირება.