
რადუევის გარდაცვალება შეიძლება გამოიყენონ ჩეჩნების ექსტრადიციისადმი პროტესტის გასამართლებლად
(თბილისი, 16 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ქალაქ სოლიკამსკის ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური სალმან რაუდევი. ოფიციალური ვერსიით, რადუევის გარდაცვალების მიზეზი შინაგან ორგანოებში სისხლის ჩაქცევა გახდა. ციხის საავადმყოფოს ექიმების თქმით, რადუევი გარდაიცვალა საბრზოლო მოქმედებების დროს მიღებული ჭრილობების შედეგად.
1998 წელს საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სალმან რადუევმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ეს ტერაქტი მისი ორგანიზებული იყო და მისმა ქვეშევრდომებმა შეასრულეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას მასზე ძებნა არ გამოუცხადებია.
რადუევი ჩეჩნეთსი 2000 წელს დააკავეს და სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელი შეიძლება უფრო მკაცრი ყოფილიყო, მაგრამ რუსეთში სასიკვდილო განაჩენზე მორატორიუმი მოქმედებს.
გამორიცხული არ არის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე პატიმრობაში რადუევის გარდაცვალება თავიანთი პოზიციის გასამყარებლად გამოიყენონ საქართველოში მცხოვრებმა ჩეჩნებმა და ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებიც საქართველოდან რუსეთში დაკავებული ჩეჩნების ექსტრადიციის წინააღმდეგ გამოთქვამენ პროტესტს.