ახალი ამბები

ქართული მხარე რუსული ბაზების გაყვანის დაჩქარებას მოითხოვს

(თბილისი, 11 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ექსპერტები საქართველოდან და რუსეთიდან თბილისში მოლაპარაკებებს განაგრძობენ რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით.

რუსეთი საამისოდ 11 წლის ვადას ითხოვს. “ეს ვადა არასერიოზულია. ჩვენ ვთვლით, რომ ბაზების გაყვანისთვის 3 წელი სავსებით საკმარისია”, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა.

1999 წელს სტამბულსი ეუთო-ს სამიტზე რუსეთმა საქართველოდან თავისი ბაზების გაყვანის ვალდებულება იკისრა. ჯერ-ჯერობით ჯარები გაყვანილია მხოლოდ ვაზიანის ბაზიდან. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ გაყვანილია გუდაუთის ბაზაც, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ამაში ეჭვი ეპარება.

რუსული ბაზები საქართველოში დარჩენილია ახალქალაქსა და ბათუმში. ასევე თბილისში განთავსებულია ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბი.

Back to top button