ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭომ მოისმინა ინფორმაცია აფხაზეთზე

(თბილისი, 11 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ჟან-მარე გენომ 9 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ.

რადიო “თავისუფლების” ცნობით, გენომ განაცხადა, რომ ჯერ არანაირი პროგრესი არ არის მიღწეული სამშვიდობო პროცესის დაჩქარების საქმეში.

8-12 ნოემბერს ჟან-მარე გენო საქართველოში იმყოფებოდა. მან ქართულ და აფხაზურ მხარეებს შესთავაზა, რომ კონფილქტის მოგვარების გზების ძიება ე.წ. “ბოდენის დოკუმენტის” საფუძველზე მოახდინონ, რომელიც აფხაზეთისთვის ფართო ავტონომიას ითვალისწინებს ქართული სახელმწიფოს ფარგლებში. აფხაზური მხარე ამ დოკუმენტის განხილვაზე უარს აცხადებს.

Back to top button