
თბილისის ოპერაცია – ანტიკრიმინალური თუ ანტიჩეჩნური?
ადამიანის უფლებათა დამცველები სამართალდამცველებს აკრიტიკებენ სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინსიტროებმა, რომლებმაც მასიურ რეიდებს ანტიკრიმინალური ოპერაცია უწოდეს, მომხდარი დედაქალაქში შექმნილი საგანგაშო კრიმინოგენული ვითარებით ახსნეს. ხოლო პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომელმაც სამართალდამცველების ქმედება დადებითად შეაფასა განაცხადა, რომ თბილისის ოპერაცია მოსალოდნელი ტერორისტული აქტის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად. “სამართალდამცველებს გააჩნდათ ინფორმაცია, რომ თბილისში ტერორისტული აქტი იგეგმებოდა. ამიტომ ანტიკრიმინალური ოპერაცია თბილისში აუცილებელი და გარდაუვალი იყო. ჩეჩენი დევნილები ამ ფაქტს გაგებით უნდა მოეკიდონ,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 9 დეკემბრის რადიო ინტერვიუში. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული უპრეცენდენტო ღონისძიება, რის შედეგადაც რამოდენიმე ათეული ჩეჩენი ეროვნების პიროვნება, მათ შორის ქალები და ბავშვებიც, იძულებით წაიყვანეს პოლიციის განყოფილებებში და აუღეს თითის ანაბეჭდები, პოლიტიკურ პარტიათა აბსოლიტური უმრავლესობის, სახალხო დამცველისა და ადამიანი უფლებათა დამცველების აღშფოთების საგანი გახდა. “მე უკვე თხოვნით მივმართე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვვისა და იურიდილ საკითხთა კომიტეტებს, რათა მათ მომხდართან დაკავშირებით სხდომა მოიწვიონ და უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ,” განაცხადა სახალსო დამცველმა ნანა დევდარიანმა 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს რომ ოპერაცია ჩეჩნების წინააღმდეგ არ იყო მიმართული. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ოფიციალურმ წარმომადგენელმა პაატა გომელაურმა 7 დეკემბერს განაცხადა რომ ოპერაციის შედეგა დროებით დაკავებული იყო 80-მდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანი, ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი. იმავე დღეს უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა კი განცხადა, რომ თბილისში ანტიკრიმინალური ოპერაციის პირველ ეტაპზე, “სანამ დაიწყება კრიმინალურ დაჯგუფებებზე წერტილოვანი დარტყმები, უნდა მოხდეს დადგენა ყველა იმ პიროვნებისა რომელიც უკანონოდ იმყოფება თბილისში, ანუ შემოწმდეს რამდენად არის დაცული სავიზო რეჟიმი და ხომ არ აქვთ ყალბი პასპორტები.” “ჩვენ არავის არ ვაპატიმრებთ. ხდება ყველა საეჭვო პიროვნების დაკავება, მათ შორის ჩეჩნებისაც, რომლებიც შესაძლოა უკანონოდ იმყოფებიან საქართველოში,” აცხადებს ნიკა ლალაიშვილი. იგი აღიარებს, რომ შექმნილ ვითარებაში რთულია ადამიანის უფლებების დაცვა. უშიშროების სამინისტროს ცნობით დაჯგუფების სამი წევრი, ეროვნებით ყარაჩაელები, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ მოსკოვში 1999 წელს საცხოვრებელი სახლების აფეთქების ორგანიზების გამო იძებნებოდნენ. დანარჩენი ორი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც სამართალდამცველთა ცნობით ტერორისტებს მეგზურობას უწევდნენ. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა სპეცდანიშნულების რაზმის ერთი თანამშრომელი, ოთხი ტერორისტი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ერთი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. როგორც უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა 7 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, დაჯგუფების ხელმძღვანელს – “ემირს” ტაგირ ბეჯიევს ე.წ. “შაჰიდის ქამარი” – თვითნაკეთი ბომბი ჰქონდა. მან მოასწრო და თავი აიფეთქა. უშიშროების სამინისტროს ინფორმაციით დაჯგუფების წევრები უკანასკნელ დრომდე პანკისის ხეობაში იმალებოდნენ და ამჟამად აზერბაიჯანში გადასვლას ცდილობდნენ. ნიკა ლალიაშვილმა არ გამორიცხა, რომ აღნისნული დაჯგუფების წევრებს კავშირი ჰქონოდათ ბრიტანეთის მოქალაქის პიტერ შოუს გატაცებასთან. “გამოძიება ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს,” განაცხადა უშროების სამინსიტროს წარმომადგენელმა. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ საქართველოს ხელისუფლების გააქტიურება რუსეთის მხრიდან ზეწოლის შედეგია. ზოგიერთი იმასაც არ გამორიცხავს, რომ თბილისში ჩატარებულ ოპერაციაში რუსი სამართალდამცველებიც მონაწილეობდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელის ნანა კაკაბაძის მტკიცებით თბილისის ანტიკრიმინალურ ოპერაციაში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. თუმცა ოფიციალური თბილისი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. სამართალდამცველები მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას არ გამორიცხავენ. უშიშროების მინისტრმა განაცხადებით მოსალოდნელია, რომ პიტერ შოუს გატაცებაში მონაწილეებმა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დაკავებულები, კვლავაც გაიტაცონ ადამიანები. ამჟამად საქართველოში გატაცებული სულ ცოტა სამი ადამიანი. სამართალდამცველები ეძებენ 1 დეკემბერს გატაცებულ სადი შარიფოვს, რუსული კომპანია “ლუკოილის” ვიცე პრეზიდენტის მამას. კვლავაც უცნობია შარშან გატაცებული ბერის ბასილ მაჩიტაძისა და ფეხბურთელ კახი კალაძის ძმის ბედი. გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯიაადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოხატავენ 6-7 დეკემბრის ღამეს თბილისში სამართალდამცველების მიერ განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ე.წ. “საეჭვო” პიროვნებების მასიური დაკავება მოხდა. მათ შორის ძირითადად თბილისში მაცხოვრებელი ჩეჩენი ეროვნების ადამიანები მოხვდნენ.
თბილისში ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყებას წინ ლაგოდეხში საქართველოს უშიშროების სამინსიტროს სპეცდანიშნულების რაზმის მიერ 6 დეკემბერს ხუთკაციანი შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფის განადგურება უძღვოდა.