ახალი ამბები

მილსადენის მშენებლობაზე საქართველო თანხმობას იძლევა

(თბილისი, 2 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ინვესტორები საქართველოს აძლევენ ეკოლოგიური უსაფრთხოების უპრეცედენტო გარანტიებს. ამდენად მილსადენის მშენებლობაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნილ იქნა” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 2 დეკემბრის ბრიფინგზე.

“იმ შემთხვევაში თუკი რეგიონს შეექმნება ეკოლოგიური საფრთხე, მილსადენის მარშრუტი შეიძლება შეიცვალოს” – დასძინა შევარდნაძემ.

მილსადენის მშენებლობის ნებართვაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კამათში პირადად ჩაერთო პრეზიდენტი შევარდნაძე. “საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ღებულობს და მე პირადად ვარ პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებაზე [ბორჯომის ხეობის გავლით მილსადენის მშენებლობის ნებართვის თაობაზე]” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ 2 დეკემბერს.

Back to top button