ახალი ამბები

სომხეთი ნატო-ში შესვლას არ აპირებს

(თბილისი, 26 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა ჩრდილოატლანტიკური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი გააფრთხილა, რომ თავი შეიკავოს კავკასიის სამხრეთში “ახალი გამყოფი ხაზის” შექმნისგან. ამის შესახებ რადიო “თავისუფლება” იტყობინება.

როგორც ცნობილია, 22 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პრაღაში ნატო-ს სამიტზე ოფიციალურად განაცხადა საქართველოს სურვილის შესახებ ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე.

რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში კოჩარიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ჯერ-ჯერობით არ აპირებს ნატო-ში შესვლას, მაგრამ განიხილავს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სხვადასხვა ვარიანტებს კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების სისტემის შექმნის ფარგლებში.

“მე ვფიქრობ, რომ ნატო-ში შესვლის მსურველთა რიგი ისედაც დიდია… ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო-შო შესვლა არ დგას ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ დღის წესრიგში. და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს ჩვენ დღეს ვხედავთ უსაფრთხოების იმ სისტემაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვარსებობთ, ეს არის ხელშეკრულება კოლექტიური უსაფრთხოების თაობაზე, ეს არის მნისვნელოვნად განვითარებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა რუსეთთან”, – განაცხადა კოჩარიანმა.

სომხეთი სამხრეთ კავკასიაში რუსეტის სტრატეგიული პარტნიორია. ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების სურვილის შესახებ განცხადებამ მასინ გაიჟღერა, როცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არც თუ საუკეთესო მდგომარეობასია. გარდა ამისა, თვიტონ სომხეთს მოსაწესრიგებელი აქვს ურთიერთობები ნატო-ს წევრ თურქეთთან ისტორიული დაპირისპირებისა და აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტის გამო, რომელიც თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button