
ახალი ამბები
შევარდნაძემ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე
(თბილისი, 22 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 22 ნოემბერს პრაღაში ნატო-ს სამიტზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური განცხადება გააკეთა საქართველოს სურვილის შესახებ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.
“საქართველოს ყოველი მოქალაქე დიდ იმედებს ამყარებს ნატო-ს სამიტზე იმ იმედით, რომ საქართველო დადებით პასუხს მიიღებს”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
უახლოეს დროში პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს ჯორჯ რობერტსონს შეხვდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ნატო-ს ხელმძღვანელობის ოფიციალური რეაქცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განაცხადზე.
პრეზიდენტი შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ პასუხი დადებითი იქნება.