ახალი ამბები

რუსული და ქართული საპარლამენტო დელეგაციების დაპირისპირება ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე

(თბილისი, 21 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “რუსეთს არა აქვს მორალური უფლება საქართველოს შიდა კონფლიქტებში, კონკრეტულად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მედიატორის ფუნქცია შეასრულოს”, – განაცხადა სტამბულში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიაზე გამოსვლისას ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბარამიძემ. სესიამ მუშაობა 20 ნოემბერს დაასრულა.

ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე გიორგი ბარამიძემ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედებაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატიზმის მხარდაჭერისა და სხვა აგრესიული ქმედებების შესახებ.

სესიის პლენარულ სხდომაზე უნდა განხილულიყო ასამბლეის დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის საკითხი, რომლებიც ძირითადად რუსეტის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შერულებას ეხებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ რუსულმა დელეგაციამ ვლადიმირ ჟირინოვსკის მეთაურობით ბარამიძის წინადადებებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, და საქართველოსთან ერთად ტერორისტების მფარველობაში პოლონეთი და ჩეხეთიც დაადანაშაულა, სხდომა დაუგეგმავად წარიმართა.

ასამბლეაზე ნატოს გაფართოების მესამე ეტაპის მონაწილე ქვეყნები, კერძოდ კი საქართველო, იუგოსლავია, უკრაინა და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულად იმოქმედებენ ამ მიმართულებით.

ბარამიძის ინფორმაციით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი სხდომისთვის ქართული დელეგაცია აპირებს ოპიციალურად დააყენოს საკითხი საქართველოს შიდა კონფლიქტების მოგვარებაში ნატოს სამხედრო ძალების ჩართვის თაობაზე.

Back to top button