ახალი ამბები

დეპუტატები რუსეთისგან სამხედრო ბაზების გამოყენებისთვის გადასახადს მოითხოვენ

(თბილისი, 20 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტმა განიხილა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილება, რომელიც რუსეთისგან საქართველოში არსებული სამხედრო ბაზების გამოყენებისთვის გადასახადის გადახდას მოითხოვს. 

რუსეთის სამხედრო ბაზები ახალქალაქში, ბათუმსა და გუდაუთაში აქვს. თბილისში განთავსებულია ამიერკავკასიში რუსეთის ჯარების შტაბი, ხოლო ვაზიანში იმყოფება 50-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე.

პარლამენტის დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ეუთოს სტამბოლის სამიტის შეთანხმება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან, თუმცა მანამდე უნდა გადაიხადოს ბაზების სარგებლობის გადასახადი.

დადგენილების პროექტისთვის პარლამენტს ჯერ კენჭი არ უყრია, თუმცა როგორც მოსალოდნელია, დეპუტატები მას ერთსულოვნად დაუჭერენ მხარს.

მსგავსი/Related

Back to top button