
ახალი ამბები
ინვესტორები ნავთობსადენის ეკოლოგიური ზემოქმედების შეფასების დაჩქარებას ითხოვენ
(თბილისი, 20 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აზერბაიჯანის საერთაშორისო ნავთობკორპორაციაში აცხადებენ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის ეკოლოგიური ზემოქმედების შეფასების დაგვიანება პროექტის განხორციელებას შეაფერხებს, იტყობინება “ფაინენშალ თაიმზი”. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ამჟამად იმყოფება საქართველოში და შეფასების დოკუმენტზე მუშაობს. როგორც საქართველოს საერთაშორისო ნავთობკორპორაციაში აცხადებენ დოკუმენტი ნოემბრის ბოლოსთვის იქნება მზად. დევიდ ვუდვორდმა, “ბი-პი-აზერბაიჯანის” პრეზიდენტმა 7 ნოემბერს წერილობით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სადაც ნათქვამია, რომ “დადებითი ეკოლოგიური შეფასების გარეშე ნავთობსადენის მშენებლობა წინ ვერ წაიწევს.”