ახალი ამბები

სმკ-ს პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტრანსლაციის შეწყვეტა სურს

(თბილისი, 19 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – მოქალაქეთა კავშირს პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტრანსლაციის აკრძალვა სურს.

პარტიის უმაღლესი ორგანოს – საორგანიზაციო საბჭოს სხდომაზე 18 ნოემბერს მოქალაქეთა კავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხი განსახილველად პარლამენტის სხდომაზე დააყენონ.

მრავალი დეპუტატი პირდაპირ ტრანსლაციას პოპულისტური მიზნებისთვის იყენებს, რაც ხელს უშლის პარლამენტის მუშაობას”, – განუცხადა ჟურნალისტებს მოქალაქეტა კავშირის წევრმა ვიტალი ხაზარაძემ.

ოპოზიციური ფრაქციები პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტრანსლაციის აკრძალვის წინააღმდეგნი არიან.

Back to top button