
ახალი ამბები
ჯორბენაძე კოდორს ესტუმრა
(თბილისი, 16 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე დღეს კოდორის ხეობას ესტუმრა. მან ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. ასევე მოინახულა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი “კავკასიონი.” ჯორბენაძესეთან ერთად კოდორის ხეობაში იმყოფება სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა.