ახალი ამბები

ახალ მემარჯვენეებს და აღორძინებას პარლამენტიდან რამდენიმე დეპუტატის დათხოვა სურთ

(თბილისი, 14 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 14 ნოემბერს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი თბილისის საკრებულოში 4 ნოემბერს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით იმ დეპუტატების საკითხს განიხილავს, რომლებიც არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” წევრებმა ელენე თევდორაძემ, ელდარ შენგელაიამ და გიორგი ბარამიძემ.

“ახალი მემარჯვენეები” და ფრაქცია “აღორძინების” წევრები ირწმუნებიან, რომ ამ დეპუტატებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ მათ პარლამენტი უნდა დატოვონ.

ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” და “აღორძინების” წევრები აღნიშნავენ, რომ პარლამენტის დეპუტატის მიერ სხვა საჯარო სამსახურის შესრულება კანონის დარღვევად მიიჩნევა. 

Back to top button