
ახალი ამბები
ვაჟა ლორთქიფანიძე პარტიის ლიდერი ხდება
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე 12 ნოემბერს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამჟამად ვაჟა ლორთქიფანიძე საპარლამენტო ფრაქცია “ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარეა. 11 ოქტომბერს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით პრეზიდენტ შევარდნაძის გამოსვლის შემდეგ ეს ფრაქცია ოპოზიციას შეუერთდა პოლიტიკური დებატების ბოიკოტში.