
ახალი ამბები
კანადის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ესტუმრა
(თბილისი, 13 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – კანადის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი აღმოსავლეთ და ცენტრალური ერვროპის საკითხებში გარ კნუტსონი 13 ნოემბერს საქართველოში ორ დღიან ვიზიტს იწყებს. იგი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა. ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებს. გარ კნუტსონი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თამარ ბერუჩაშვილს შეხვდება. კანადელი მინისტრი 15 ნოემბერს თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.