
ახალი ამბები
პრეზიდენტის განცხადებით შიდა ქართლის კრიმინოგენული ვითარება გამოსწორდა
(თბილისი, 11 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ქვეყანა უკვე გრძნობს რომ იქ (შიდა ქართლი) პოლიცია ფლობს სიტუაციას. შემცირდა ან საერთოდ აღიკვეთა კონტრაბანდა,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 11 ნოემბერს გამართულ საქართველოს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე. ოქტომბრის თვეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრინალური ვითარების ბასაუმჯობლესებლად შიდა ქართლის რეგიონში ოპერატიული ღონისძიებები გააქტიურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ბოლო სამი თვის განმავლობაში რეგიონში 30-ზე მეტი მკვლელობა მოხდა. გორი-ცხინვალის გზატკეცილი კი ყველაზე საშიში ადგილია რეგიონში, რადაც ყველაზე მეტი დანაშაული ხდება.