
ახალი ამბები
გაერო-ს წარმომადგენელი “ბოდენის დოკუმენტის” განსახილველად სოხუმში მოლაპარაკებას მართავს
(თბილისი, 11 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ჟან-მარე გენო საქართველოში ჩამოვიდა. იგი საქმიანი ვიზიტით სოხუმში იმყოფება და დღეს 11 ნოემბერს თბილისში დაბრუნდება. თბილისში ჟან-მარე გენო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას გამართავს.
გაერო-ს წარმომადგენელის ვიზიტი საქართველოში ძირითადად დიტერ ბოდენის მიერ შემუშავებული დოკუმენტის განხილვას დაეთმობა.
სოხუმში გამგზავრებამდე ჟან-მარე გენომ განაცხადა, რომ დოკუმენტს ძირითად ლაიტმოტივად გასდევს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია.
აფხაზური მხარე დღემდე ამ დოკუმენტის განხილვაზე უარს აცხადებდა.