ახალი ამბები

რუსეთიდან შემოსულებმა პანკისი დატოვეს, – ამბობს პრეზიდენტი

(თბილისი, 11 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ყველა შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შემოვიდა, საბოლოოდ და უკანასკნელად დატოვა პანკისის ხეობა”, – განაცხადა დღეს თავის ტრადიციულ რადიო-ინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

სამი კვირის წინ, 21 ოქტომბერს პრეზიდენტმა თქვა, რომ პანკისში კვლავ რჩებიან შეიარაღებული პირები, და სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, რომ ხეობაში ანტიკრიმინალური ქმედებები გაეაქტიურებინათ.

სამართალდამცავი ორგანოებიც ამტკიცებენ, რომ პანკისში მხოლოდ კრიმინალები დარჩნენ, თუმცა ოქტომბრის ბოლოს უშისროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ამბობდა, რომ პანკისში შეიძლება კიდევ იმყოფებოდეს 60-მდე შეიარაღებული პირი.

Back to top button