ახალი ამბები

ოპოზიცია სახელმწიფო მინისტრის გადაყენებას აპირებს

(თბილისი, 7 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – იმ დროს როდესაც სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე პარლამენტში 2002 წლის გასული 9 თვის ბიუჯეტის შევსებაზე საუბრობს, საპარლამენტო ოპოზიცია მისი იმპიჩმენტისთვის ხელმოწერებს აგროვებს.

დღეს 7 ნოემბრის საპარლამენტო სხდომაზე ოპოზიციამ ავთანდილ ჯორბენაძეს გაახსენა მისი სიტყვები, როცა წლის დასაწყისში ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა იკისრა.

ოპოზიციას სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტი ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო სურს.

ოპოზიციური ფრაქციების განცხადებით, 2002 წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის დეფიციტი 117 მილიონს ლარს მიაღწევს. ოპოზიცია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მონაცემებს ეყრდნობა.

ფინანსთა მინისტრი მირიან გოგაშვილი პარლამენტის საბიჯეტო ოფისის სტატისტიკურ მონაცემებს არ ეტანხმება. მიუხედავად ამისა, იგი აღიარებს, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში ბიუჯეტში გარღვევა 49 მილიონ ლარს შეადგენს.

Back to top button