ახალი ამბები

ოპოზიცია თვლის, რომ შოუს გათავისუფლება დაგეგმილი არ იყო

(თბილისი, 7 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციონერი პარლამენტარების განცხადებით, ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შოუ სამართალდამცავების მიერ წინასწარ დაგეგმილი ოპერაციით არ გაუთავისუფლებიათ.

“მე ბევრი შეკითხვა მაქვს სამართალდამცავებთან. ჩემი აზრით, ან გამოსასყიდი თანხა იყო გადახდილი, ან კიდევ პიტერ შოუ თავისით გამოიქცა”, – განაცხადა ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრმა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა.

ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფომებისთვის” თავმჯდომარე კოტე კემულარია იზიარებს ბათიაშვილის აზრს.

ოპოზიციამ შინაგან საქმეთა მინისტრისგან კობა ნარჩემაშვილისგან ჩატარებული ოპერაციის მასალები მოითხოვა, მაგრამ მინისტრი ამ დროისათვის პანკისის ხეობაში იმყოფება.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ქართველი სამართალდამცავები შეაქო და აღნიშნა, რომ პიტერ შოუ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების მიერ მაღალკვალიფიციური ოპერაციის ჩატარების შედეგად გაათავისუფლეს.

მსგავსი/Related

Back to top button