ახალი ამბები

სასამართლომ სოციალისტთა სარჩელი არ დააკმაყოფილა

(თბილისი, 7 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 6 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სოციალისტური პარტიის სარჩელი 2 ივნისს თბილისში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაუქმების თაობაზე.

სასამართლოს ასეთი დადგენილების გამო თბილისის საკრებულოს ახალი შემადგენლობა მუშაობას განაგრძობს.

საკრებულოს პიურველი სხდომა 4 ნოემბერს გაიმართა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარედ ახალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს.

სააკაშვილი სასამართლოს დადგენილებას მიესალმა.

მსგავსი/Related

Back to top button