ახალი ამბები

ნოემბერში საქართველო ოფიციალურ განაცხადს შეიტანს ნატოში

(თბილისი, 7 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 6 ნოემბრის სამთავრობო სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველო ოფიციალურ განაცხადს შეიტანს ნატოში გაწევრიანების თხოვნით პრაღაში ნოემბრისთვის დაგეგმილ სამიტზე.

შევარდნაძის თქმით, ნატომ თანხმობა განაცხადა საქართველოს განაცხადის განხილვაზე 21-22 ნოემბირსთვის დაგეგმილ შეხვედრაზე უმაღლეს დონეზე, მაგრამ პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, როდის შეძლებს საქართველო ალიანსში გაწევრიანებას.

4 ნოემბრის ბრიფინგზე შევარდნაძემ აღნიშნა, რომ “საქართველო ჯერ არ არის მზად ნატოში გასაწევრიანებლად”. 6 ნოემბერს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ შეიმუშაოს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის გეგმა, რომ ქართული არმია ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

მსგავსი/Related

Back to top button