ახალი ამბები

პიტერ შოუ გაანთავისუფლეს

(თბილისი, 7 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შოუ 6 ნოემბერს 21 საათზე ყვარლის საგუშაგოსთან გაანთავისუფლეს.

გამტაცებლებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებისას ერთი დამნაშავე დაიღუპა რამოდენიმე დაიჭრა, დანარჩენმა გაქცევა შეძლო.

პიტერ შოუ განთავისუფლების შემდეგ თავს ნორმალურად გრძნობს. იგი თბილისში გადმოიყვანეს.

“ოთხი თვე ორმოში ვიყავი დაბმული, ვერ ვმოძრაობდი. ეს საშინელი იყო,” განუცხადა ჟურნალისტებს პიტერ შოუმ განთავისუფლების შემდეგ.

მსგავსი/Related

Back to top button